ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში, რომლის მიზანია როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა

ნახვები: 557 კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში, რომლის მიზანია როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა

მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანია, რომ საკუთარი PR კამპანიით და უცხოელების ჩართულობით როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა. ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კალაძე განმარტავს, საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

 

"ხელისუფლება ამას აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. ხაზს არ გავუსვამ, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ ადამიანი {მიხეილ სააკაშვილი} მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანია ის, რომ საკუთარი PR კამპანიით, უცხოელების ჩართულობით როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა. ეს შეუძლებელია. ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს, კონკრეტულ საქმეებზე აქვს მისჯილი. პატიმარს ნუ ატყუებენ, პირიქით დაეხმარონ, ხელი შეუწყონ, რომ გამოიყვანონ თვითდაზიანების რეჟიმიდან, ნორმალურად იკვებოს", -აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა