კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

თეა წულუკიანი - ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ

ნახვები: 566 თეა წულუკიანი - ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ

ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოიძეები და პოლიტიკური ოჯახი, რომელსაც ის ეკუთვნის, ქვეყანას ევროპულ გზაზე სიარულში უშლიან ხელს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, წულუკიანს ჰკითხეს: „როგორ შეაფასებთ იმას, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის განცხადებამდე დემარშის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ხატია დეკანოიძემ“.

თეა წულუკიანის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, ხატია დეკანოიძემ რა, საიდან იცოდა. ფაქტია, ტრადიციულად, ეს ადამიანები იყვნენ, არიან და ალბათ, სამწუხაროდ, მომავალშიც იქნებიან დესტრუქციით დაკავებული, მათ შორის ევროპული სტრუქტურების შიგნით, მაგრამ ჩვენი მიმართულება, გენერალური ხაზი არის ურყევი, უცვლელი, რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ გზაზე სიარული. ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოიძეები და პოლიტიკური ოჯახი, რომელსაც ის ეკუთვნის, ხელს უშლიან ქვეყანას ევროპულ გზაზე სიარულში. ჩვენ მაინც ამ გზაზე მივემართებით. რეკომენდაციებიც შესრულებულია, რეფორმებიც გრძელდება და რაც მთავარია, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობისა და სტაბილურობის გზას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა