ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს

ნახვები: 527 ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს. ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

ყრილობაზე 31 დელეგატიდან 28 გამოცხადდა. ცნობილი გახდა, რომ წესდების დარღვევისა და გარიგებული თამაშებისათვის სფფ-ის სუბიექტობიდან გარიცხეს ზუგდიდის „დინამო“.

ყრილობის დელეგატებმა მოისმინეს სფფ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტისა და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, დაამტკიცეს ბიუჯეტი, სფფ-ის წესდებაში ცვლილებები შეიტანეს, დამოუკიდებელი აუდიტი დანიშნეს და ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები აირჩიეს.

პრეზიდენტის არჩევნები ყრილობის ბოლოს გაიმართა, სადაც კანდიდატი მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყო. საბოლოოდ, 28 დელეგატიდან ყველამ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი აირჩია. ლევან კობიაშვილს პირველად ნდობა 2015 წლის 3 ოქტომბერს გამოუცხადეს, მეორედ – 2019 წლის  15 თებერვალს. 

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მესამედ აირჩიეს. 2-2-ჯერ აირჩიეს  ნოდარ ახალკაცი (1990, 1994), მერაბ ჟორდანია (1999, 2002) და ნოდარ ახალკაცი უმცროსი (2005-2007, 2007-2009), ერთხელ პოსტს იკავებდა ზვიად სიჭინავა (2009-2015). 

2007 წლის 13 მაისს პრეზიდენტად გიორგი ნემსაძე აირჩიეს, მაგრამ ის ყველაზე ხანმოკლე პერიოდით იყო სფფ-ს თავკაცი – ნემსაძემ გადადგომის შესახებ განცხადება ზუსტად ერთ დღეში, 14 მაისს გააკეთა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა