War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media
Drones attack Wildberries warehouse in occupied Simferopol — social media
US Senate adds Iran to sanctions bill on Russia
ISW: Kremlin setting conditions for mobilization, preparing for civil unrest
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა — მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - განაკვეთის შემცირება - არც თებერვალში და არც მარტში

ნახვები: 516 თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - განაკვეთის შემცირება - არც თებერვალში და არც მარტში

გასულ კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა შერბილების დაწყების პროგნოზი, რომელმაც სებ-ის მიხედვით, მიმდინარე წლის მე-4 კვარტალისაკენ გადაიწია.

 

იანვრის ინფლაციამ, დეკემბერში დაფიქსირებული 9.8%-ის შემდეგ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.4% შეადგინა. თუმცა, ინფლაციის შემცირება იმპორტულ კატეგორიაზე მოდიოდა, მაშინ როდესაც ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მხრივ, ინფლაციის შემცირებისათვის ჯერ კიდევ დამატებით დროა საჭირო.

 

წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა დეკემბრის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც, რეალური ეკონომიკური აქტივობის მატებამ კვლავ მაღალი - 11.0% შეადგინა. თავისთავად, მაღალი ზრდა რეფინანსირების განაკვეთის უფრო მოგვიანებით შემცირების არგუმენტია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის პროგნოზი უკვე 4-5%-ის ფარგლებშია. ეს კი, ინფლაციაზე შიდა მოთხოვნის კუთხით, ზეწოლის დანორმალიზებაზე მიუთითებს. 

 

მიუხედავად ამისა, სადღეისოდ, ლარის საპროცენტო განაკვეთების მარტში შემცირება ნაკლებალბათურია. ამასთან, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება სავარაუდოდ უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე წლის ბოლო კვარტალში. ამისათვის, აუცილებელია, რომ ინფლაციის შემცირების არსებული დინამიკა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს, რაც პრინციპში არის კიდეც საბაზო სცენარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა