მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებმა, რომლებსაც ჯერ არ აუღიათ A კატეგორიის ნებართვა, 20 მარტამდე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს

ნახვები: 558 კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებმა, რომლებსაც ჯერ არ აუღიათ A კატეგორიის ნებართვა, 20 მარტამდე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 20 მარტიდან ძველი სისტემით ნებართვების გაცემა შეწყდება და პირველი აპრილიდან ახალი მოდელი ამოქმედდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული რეფორმის ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტი უკვე აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, ასევე გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge.

„გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ტაქსების ბაზარზე 2018 წლიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებზე. რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებები ძალიან საინტერესო და სარგებლიანია ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით მუნიციპალიტეტი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას: გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და სრულ მზადყოფნაში არიან, რომ დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს; შეიქმნა ვიდეოგზამკვლევი და საინფორმაციო ბროშურა; მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან თანხმდება. ამის შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაიგზავნება.

ამასთან, კახა კალაძემ მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, ვისაც A კატეგორიის ნებართვა ჯერ არ აუღიათ, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს, რადგან პირველი აპრილიდან მათთვის უვადო ნებართვები აღარ გაიცემა.

„კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, რომ მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემათ A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომლებიც პირველ აპრილს დარიგდება.

მინდა, მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ვერ დაინახავს ამ ადამიანებს და მათთვის პირველ აპრილს არ გასცემს უვადო ნებართვებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა თბილისში A კატეგორიის, ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესის ცვლილების  შესახებ.

კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ცვლილებაზე საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ავტობუსის ზოლში გადასვლის, იქიდან  მგზავრის აყვანისა და ჩამოსმის უფლება მიეცემა. ეს არ ნიშნავს ავტობუსის ზოლში გადაადგილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მძღოლს ექნება მხოლოდ შესაძლებლობა, მგზავრი ჩამოსვას და აიყვანოს ავტობუსის ზოლში. დღეს რა ვითარება გვაქვს – ტაქსი აჩერებს, არ გადადის ავტობუსის ზოლში და ეს იწვევს გარკვეულ შეფერხებას და დისკომფორტს სხვა ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ ამის შესაძლებლობა. ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან, თუმცა დამატებით ინფორმაციას კიდევ მოგაწოდებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა