18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

უკრაინა შთამბეჭდავად მიდის ევროპულ გზაზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

09.02.2023 ნახვები: 520

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი იმუშავებს იმისათვის, რათა უკრაინამ გლობალური მხარდაჭერა მოიპოვოს.

მისივე თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტი ამ თვეში ამოქმედდება:

"დღეს ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ოჯახის წევრები კი ერთმანეთს ეხმარებიან, შეგიძლიათ დაგვეყრდნოთ. ომშიც და შემდეგაც. უკრაინელები სიცოცხლით იხდიან ფასს ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, ვიცით რომ უკრაინელების მსხვერპლი შეუფასებელია. ამასთან, ჩვენ თქვენთან ვდგავართ და 66 მილიარდი ევროს მობილიზება უკვე მოვახერხეთ ყველა მიმართულებით. უნდა გავაკეთოთ მეტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მშვიდობის ფორმულას და მის 10-ვე პუნქტს. ჩვენ ვიმუშავებთ მტკიცედ რომ მან გლობალური მხარდაჭერა მოიპოვოს. რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი იმ სისხლისთვის, რაც დაიღვარა. სანქციების მე-10 პაკეტი ამ თვეში ამოქმედდება - ვლადიმერ, ჩვენ მიზანში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, ამაში დაგეხმარებით. პაკეტი მოიცავს ექსპორტის ნაწილსაც და ეს შეაჩერებს რუსეთის სამხედრო მანქანას. საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს იმაზეც, რომ სამართლიანობა იყოს დაცული. რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის სტრუქტურის თაობაზე უკვე მიდის მსჯელობა, ამის პოლიტიკური ნება უკვე არსებობს - რათა დამნაშავე დაისაჯოს. ასე რომ გზას ვიპოვით. უკრაინა შთამბეჭდავად მიდის ევროპულ გზაზე და ჩანს რომ შეგიძლიათ აგრესორთან ბრძოლის პარალელურად შედეგზე გასვლა.მოდით ვაქციოთ თქვენი ოცნება რეალობად - შესაძლოა წინ რთული გზა იყოს მაგრამ იმაში იყავით დარწმუნებული რო გვერდში გედგებით თითოეულ ნაბიჯზე. გაუმარჯოს ევროკავშირს, დიდება უკრაინას,"- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ომის დაწყებიდან პირველად, ბრიუსელში ​ ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერმა ევროპელ კოლეგებს პირადად გააცნო ის კრიტიკული საჭიროებები, რაც ქვეყანას აქვს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა