გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ის, რომ ადამიანი არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, არ ნიშნავს იმუნიტეტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან -ბექა ძამაშვილი

ნახვები: 562 ის, რომ ადამიანი არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, არ ნიშნავს იმუნიტეტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან -ბექა ძამაშვილი

ხარვეზები, რომლებიც დაინახა ევროპულმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე, შეეხებოდა მხოლოდ წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხს და ამ გაგრძელების დროს მოსამართლის მხრიდან დასაბუთების სტანდარტს, ეს 2015 წლამდე არსებული პრაქტიკა იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ 2014 წელს გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ ჰქონია პოლიტიკური მიზნები.

„კერძოდ, მომჩივანი ამ საქმის ფარგლებში დავობდა იმაზე, რომ მის დაკავებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ის ჩამოშორებულიყო პოლიტიკური ცხოვრებიდან, თუმცა ევროპულმა სასამართლომ ეს არ გაიზიარა. სასამართლომ დამატებით განმარტა – ის, რომ ადამიანი არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, არ ნიშნავს იმუნიტეტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და ამ კონკრეტულ საქმეში არანაირი პოლიტიკური მოტივები არ იკვეთება“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპული სასამართლო აგრეთვე შეეხო შიდა სასამართლოების დამოუკიდებლობის საკითხსაც, რადგან მომჩივანი ამტკიცებდა, რომ შიდა სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი.

„ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, თითქოს შიდა, ეროვნული სასამართლოები არ ყოფილან ამ საქმეზე დამოუკიდებლები. შესაბამისად, მომჩივნის მთავარი მოთხოვნა ამ საქმეში არ დაკმაყოფილდა. ის ხარვეზები, რომლებიც დაინახა ევროპულმა სასამართლომ შეეხებოდა მხოლოდ წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხს და ამ გაგრძელების დროს მოსამართლის მხრიდან დასაბუთების სტანდარტს. ეს 2015 წლამდე არსებული პრაქტიკა იყო და ჯერ კიდევ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, უკვე 2015 წლის შემდეგ შეცვლილია როგორც სასამართლო პრაქტიკა, ისე საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა