ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტის შეფასება ხელისუფლების მიმართ სრულიად ადეკვატურია

ნახვები: 556 სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტის შეფასება ხელისუფლების მიმართ სრულიად ადეკვატურია

პრეზიდენტის შეფასება ხელისუფლების მიმართ სრულიად ადეკვატურია, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ „ქართული ოცნების“ მოგონილი ტყუილია, თითქოს ჩვენს ქვეყანას ვიღაც ომში ჩართვას სთხოვს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის კორუფციის მხარდაჭერა და ქვეყნის დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებისთვის მიცემული ხმა.

„საქართველოს პატრიოტს და გულშემატკივარს ესმის, რომ უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის შეფასება ხელისუფლების მიმართ სრულიად ადეკვატურია. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ „ქართული ოცნების“ მოგონილი ტყუილია, რომ ჩვენს ქვეყანას ვიღაც ომში ჩართვას სთხოვს. ამ ტყუილის მიზანია, დააშინოს საზოგადოება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ შიშით ხელისუფლება შეინარჩუნოს, თუმცა არა ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მშვიდად, კორუფციული გზებით გამდიდრება გააგრძელოს „ქართული ოცნების“ ნომეკლატურამ. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის კორუფციის მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებისთვის მიცემული მხარდაჭერა და ხმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა