ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ

13.02.2023 ნახვები: 543

არაბთა გაერთიანებული ემირატები ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ინოვაციებისა და წინსვლის კონტექსტში და ეს სამიტი არის კიდეც ქვეყნის ურყევი ერთგულების ნიშანი გლობალური თანამშრომლობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წლევანდელი სამიტის თემაა მომავალ მთავრობათა ფორმირება და განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის ახალი ერის მოლოდინში. დღევანდელი შეკრება თქვენ წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას მაძლევს იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი. ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.

ჩვენ ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა შევიმუშავეთ და ჩვენი ხედვა გულისხმობს ძლიერ მოქმედებას, მიუხედავად იმ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შესაძლებლობების შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივების გამო, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით, მაღალი ეკონომიკური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10,5 % ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. IMF-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) პროგნოზით, 2023-2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5% იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას, წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, საქართველო იქცეს ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და, პრინციპში, 101,7%-ით იმატა. ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა.

ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან. საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას და არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ჩემი ქვეყანა უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობებში. საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გაფართოებისთვის უფრო დიდ რეგიონში, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს. საქართველოს გავლით კომპანიებს შეეძლებათ, ისარგებლონ ევროპის 2,3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომით, საბაჟო მოსაკრებლისა და იმპორტის გადასახადის გარეშე. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, დსთ-სთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობისა და ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასა და თურქეთთან. გარდა ამისა, ჩვენ ვსარგებლობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით მონიჭებული უპირატესობებით“, – განაცხადა პრემიერმა.

„საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს როგორც რბილი, ისე მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რეგიონული ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში და ინფრასტრუქტურაში, როგორებიც არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განვითარება, ევროპა-აზიის ნავთობის ტრანსპორტირების დერეფანი, შავი ზღვის თხევადი აირის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, გაზრდის ჩვენი რეგიონის და საქართველოს გამტარუნარიანობას. ეს პროექტები განსაკუთრებით აქტუალურია ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნის დივერსიფიკაციის და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ე.წ. შუა დერეფანი განიხილება არსებული მარშრუტების სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ალტერნატივად. ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი, რომელიც მწვანე, განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს და შავი ზღვის გავლით.

ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობას დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან უკვე ვიხილავთ ე.წ. ფლაგმანურ პროექტებს, რომლებიც დამატებით ენერგეტიკულ სტიმულს მისცემს და კატალიზატორის ეფექტით იმოქმედებს ევროკავშირის და აზიის ბაზრებთან ინტეგრაციაზე. მიგვაჩნია, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა აღმოსავლეთით და დასავლეთით ისარგებლებს ამ პროექტებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა