დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ლოიდ ოსტინი იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებიც უკრაინისთვის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების გადაცემას გეგმავენ

ნახვები: 519 ლოიდ ოსტინი იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებიც უკრაინისთვის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების გადაცემას გეგმავენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებმაც Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გასაგზავნად მზადება დაიწყეს ან შესაბამისი ვალდებულება აიღეს.

„ქვეყნების ჯგუფი, კერძოდ: გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები, ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე, რომელიც ბრიუსელში იმართება.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები, ჩეხეთი და ნიდერლანდები უკრაინას ერთობლივად გადასცემენ 90-ზე მეტ T-72 ტიპის ტანკს.

უკრაინისთვის T-72 ტანკების გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთმაც. ბრიტანეთი კი, ქვეყანას Challenger-ის ტანკებს გადასცემს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა