გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე - სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში

ნახვები: 561 უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე - სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში

მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდნენ კგბ-ში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა, ნიკოლაი მალომუჟმა გადაცემაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა.

ნიკოლაი მალომუჟის განცხადებით, დაზვერვისა და კონტრდაზვერვისთვის კონტინგენტს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან არჩევდნენ, ძირითადი ბაზა კი, მისი თქმით, კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო.

როგორც მალომუჟიმ აღნიშნა, ეს კონტინგენტი, სააკაშვილისა და პოროშენკოს ჩათვლით, განიხილებოდა, როგორც მომავალი შესაძლო დაზვერვის თანამშრომლები.

„პირველ რიგში, დაზვერვისთვის და კონტრდაზვერვისთვის ჩვენ ვარჩევდით წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან. კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო ძირითადი ბაზა, რადგან იქ იყო საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა ფაკულტეტები. დაზვერვის მომავალი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უცხო ენების ცოდნა. ეს კონტინგენტი, სააკაშვილის და პოროშენკოს ჩათვლით და კიდევ ბევრი სხვა, განიხილებოდა, როგორც მომავალი შესაძლო დაზვერვის თანამშრომლები. სხვები, უბრალოდ, არ იყვნენ“, – განაცხადა ნიკოლაი მალომუჟიმ.

მისი თქმით, ყველა სტუდენტის შესწავლა ხდებოდა, თუმცა მათი ნაწილი ვერ გახდა დაზვერვა, მაგრამ დაიკავეს სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის, პრეზიდენტის თანამდებობაც.

„საბჭოთა, შემდეგ უკვე უკრაინელი სტუდენტების – რომლებიც ცოტანი იყვნენ, უფრო უცხოელები ჭარბობდნენ – შესწავლა ხდებოდა არა იმდენად აგენტურის, არამედ დაზვერვის ან კონტრდაზვერვის ფორმატში სამუშაოდ. უფრო დაზვერვის, რადგან ამ შემთხვევაში კარგი განათლება და, სულ მცირე, ორი ენის ცოდნა იყო საჭირო, შემდეგ სამწლიანი აკადემია და უკვე მზად არის საზღვარგარეთ პირველადი დავალების შესასრულებლად. ამიტომ ყველას შესწავლა ხდებოდა, თუმცა ყველა შორს ვერ წავიდა, ნაწილი ვერ გახდა დაზვერვა, მაგრამ გავიდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, პრეზიდენტის თანამდებობის ჩათვლით“, – აცხადებს მალომუჟი.

ამასთან, კითხვაზე, – კგბ მუშაობდა თუ არა პოროშენკოსთან და სააკაშვილთან? – მალომუჟი პასუხობს, რომ თავდაპირველად მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი – უკრაინის უშიშროების სამსახური.

„ისინი სწავლობდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში. სააკაშვილმა რეკომენდაცია მიიღო საქართველოზე და წავიდა, რადგან სსრკ დაიშალა. საქართველოში ომი იყო, გამსახურდიამ ამბოხება მოაწყო, სააკაშვილი მივიდა და ვისთვის უნდა ეჩვენებინა რეკომენდაცია? უკრაინული მხრიდან ყველამ მიიღო რეკომენდაციები იმ ვარაუდით, რომ იქ დახვდებოდნენ კოლეგები, მაგრამ არავინ იყო, ვინც მიიღებდა. ამიტომ სააკაშვილი პოლიტიკაში წავიდა, საზღვარგარეთ ისწავლა და გახდა პრეზიდენტი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა