ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის - სინოდი რუსეთის ომზე უკრაინაში

ნახვები: 516 რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის - სინოდი რუსეთის ომზე უკრაინაში

საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, სინოდზე ექვსი საკითხი იყო გამოტანილი.

საპატრიარქოს ცნობით, სინოდის სხდომაზე ილია მეორემ განაცხადა, რომ ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი წინსვლისათვის, მშვიდობისა და გამთლიანებისათვის“.

„მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II.

 

"წმიდა სინოდზე ისაუბრეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე, ასევე ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა. აღინიშნა, რომ ომი საშინელება და დიდი ტრაგედიაა. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მეომრები, ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, ინფრასტრუქტურა, სოფლები და ქალაქები. ადგილი აქვს სხვა ნეგატიურ მოვლენებსაც, რის გამოც გამოითქვა დიდი მწუხარება. ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის; ლოცულობს, რათა მოვლენებმა კიდევ უფრო საშიში ხასიათი არ მიიღოს და, პირიქით, უფალმა უკრაინასა და მსოფლიოს მოანიჭოს მშვიდობა.", -აღნიშნულია განცხადებაში

 

განხილული 6 საკითხი, მეუფეები სინოდის სხდომის შემდეგ აცხადებნენ, რომ სინოდმა მხოლოდ 3 საკითხი განიხილა - სინოდის განჩინებამ მეუფეების განცხადებები უარყო

წმინდა სინოდის სხდომის განჩინება

მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად - რა წერია სინოდის განჩინებაში

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა