ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ალექსანდრ ლუკაშენკო - მზად ვარ, ვიომო რუსებთან ერთად, თუ ისინი განახორციელებენ აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ

ნახვები: 537 ალექსანდრ ლუკაშენკო - მზად ვარ, ვიომო რუსებთან ერთად, თუ ისინი განახორციელებენ აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება რუსებთან ერთად ომში, თუ მისი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება. ამის შესახებ ლუკაშენკომ ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო „ბელტასთან“ საუბრისას თქვა.

„მზად ვარ, ვიომო რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან ჯერ მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ იქიდან ერთი ჯარისკაცი მაინც მოვა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად. თუ ისინი განახორციელებენ აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ, პასუხი იქნება უმკაცრესი. და ომი მიიღებს სულ სხვა ხასიათს“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისკენ რუსეთს დასავლეთმა უბიძგა. ლუკაშენკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ომი არ სურს და უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსი სამხედროების შეყვანა არ იგეგმება.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არასდროს უთხოვია ბელარუსისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოეწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა