იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

პაპუაშვილი: ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს, მნიშვნელოვანია, ეს შეცდომა გამოსწორდეს

ნახვები: 532 პაპუაშვილი: ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს, მნიშვნელოვანია, ეს შეცდომა გამოსწორდეს

ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 
 

მისივე თქმით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკავშირს არ ჰქონდეს არცერთი არგუმენტი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ყველა დედაქალაქში. ეს არის ის განწყობა, რომ თავის დროზე ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ევროკავშირს არ ჰქონდეს არცერთი არგუმენტი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. მის პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა