ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

ნახვები: 514 მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავენ.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ალიკა კუპრავას თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

 

"არესტოვიჩისა და ფეიგინის დაანონსებულია დღევანდელი აქცია. აქცია თბილისისა და ბათუმის გარდა, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ტარდება. აქციის მიზანი და მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჰუმანიტარული მიზნით, საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. "ვივამედი" ვერ უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას და დღეს გახდა ცნობილი, რომ მისი წონის კლება შეუქცევადად მიმდინარეობს. აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიზანი არ იქნება მიღწეული. შეუძლებელია იმ სამარცხვინო შეცდომას ვიმეორებდეთ, რაც 90-იან წლებში დავუშვით და მოვკალით დამოუკიდებლობის მომპოვებელი პრეზიდენტი. პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს აქვს განსაკუთრებული წონა და ფასი, რადგან ის ქვეყნის პირველი პირი იყო და ოდესღაც ის ქართველი ხალხის რჩეული იყო და ასევე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის წინაპირობა ჩვენს ევროპულ გზაზე. თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს საქართველოს ხელისუფლება, ან თუ ჩვენ არ ვაიძულებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს უცხოურ კლინიკაში, მაშინ ჩვენთვის ევროპული კარი დაიხურება და მოვწყდებით ისტორიულ არჩევანს", - განაცხადა ალიკა კუპრავამ.

 

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები და დროშები წარწერით "თავისუფლება მიშას".

 

ასევე, ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. პოლიციამ კანცელარიის ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა