ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators
Zelensky: Ukraine needs 300 Patriot missiles to defend this winter

გიორგი სააკაშვილი: ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ

20.02.2023 ნახვები: 528

მე ამაყი ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილოს ძმა ვარ - მივესალმები თუნდაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, რომელიც იქნება შემადგენელი ნაწილი საქართველოს წინსვლის, ვინაიდან არ არის გაყოფის დრო, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მან მიმართა მიხეილ სააკაშვილს, რომ გაუძლოს.

 

„ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა-გინებით ჩვენ ვკარგავთ ევროკავშირთან დაახლოებას. მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმა, ვიდგები ყველგან, სადაც არის ნათელი მომავალი, წინსვლა. ჩვენ დავივლით რეგიონებს, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და ამის ნათელი დადასტურებაა, რომ ბაიდენი დღეს უკრაინაში ჩავიდა. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა ევროპული ფასეულობების. მიშას მინდა ვთხოვო და დარწმუნებული ვარ, რომ გაუძლებს ყველაფერს. ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. არ არის ლანძღვის და ერთმანეთთან კინკლაობის დრო, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ქვეყანა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. მე მივესალმები, თუნდაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, რომელიც იქნება შემადგენელი ნაწილი საქართველოს წინსვლის, ვინაიდან არ არის გაყოფის დრო. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაიქსაქსა საქართველო ზვიად გამსახურდიას დროს, შევარდნაძის დროს და ერთ-ერთი გამაერთიანებელი იყო მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა