არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“
საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active

ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, სამწუხაროდ, მათი ხელისუფლების პოზიცია არ გვიტოვებს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას

ნახვები: 508 ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, სამწუხაროდ, მათი ხელისუფლების პოზიცია არ გვიტოვებს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას

სამწუხარო ვითარება არის ჩამოყალიბებული. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯები არის პირდაპირ მიმართული, მათ შორის უკრაინელი ხალხის სუბიექტური ნების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, შექმნილი ვითარება ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ ტოვებს.

„როდესაც ისინი ქართველ ხალხს, საქართველოს პირდაპირ მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ, როდესაც სრულიად სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს, აწამებს და ა.შ. როდესაც ასეთი ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებენ უმაღლეს დონეზე მეორე ფრონტისკენ, ასეთ პირობებში ოფიციალური ფორმატით ვიზიტი არის წარმოუდგენელი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ეს არის არა მარტო სიტყვით გამოხატული, არამედ კონკრეტული ქმედებებით, კონკრეტული მხარდაჭერის აქტებით. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, ეს პოზიცია არ გვიტოვებს ჩვენ ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა