ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიული ალასანია კობახიძის განცხადებაზე - დამისაბუთონ, სად მაქვს და რა მაქვს მოხვეჭილი - თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ

ნახვები: 522 გიული ალასანია კობახიძის განცხადებაზე - დამისაბუთონ, სად მაქვს და რა მაქვს მოხვეჭილი - თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ

დამისაბუთონ, სად მაქვს და რა მაქვს მოხვეჭილი - თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალსანია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ხალხის ხარჯზე მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი აქვს.“

 

ყოფილი პრეზიდენტის დედა უმრავლესობის ლიდერს მოუწოდებს, არა სიტყვიერად, არამედ საბუთებით დაუდასტუროს მის მიერ ნათქვამი სიტყვები.

 

„ძალიან ვცდილობდი, რომ შენიღბული ვყოფილიყავი და ეს არ გამემხილა, ყოჩაღ კობახიძეს, რომ ეს მაინც აღმოაჩინა, დამნაშავე! რომელი ქართველი ხალხის ხარჯზე მაქვს მოხვეჭილი ძალიან მაინტერესებს და დამისაბუთონ, აბა, საბუთებით დამისაბუთონ, სად მაქვს და რა მაქვს მოხვეჭილი. თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ, ყველა ვინც ახლა მოვიდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

 

ასევე, ექსპრეზიდენტის დედა გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ ექიმების განცხადებას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ის საკვები მიაქვს, რისი მიღებაც მას შეუძლია.

 

„რას ნიშნავს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს?! ბატონი ზურაბი არის ექიმი და მან არაერთხელ მოისმინა დასაბუთება იმის, რომ ადამიანი არის მოწამლული და მის ორგანიზმში მძიმე მეტალებია. როგორ ფიქრობს, ადამიანი რამდენი თვე გაძლებს ასეთ მდგომარეობაში და ასეთი ადამიანი, როგორ შეიძლება ნორმალურად იკვებებოდეს, რომლის სხეულში მძიმე მეტალებია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ იღებს საკვებს, ეს არაერთმა ექიმმა თქვა. რომელ ექსპერტებს არ უნახავთ ანალიზების პასუხები, ძალიან მაინტერესებს?! ამერიკელმა ექიმებმა, ყველამ ყველაფერი ნახა, სხვათა შორის ქართველებმაც, როგორ არ ნახეს, "ემპათიის" ექიმებმაც ნახეს.

 

ახლა მოვუტანე: ქათმის ნახარში, მჭადი, ვაშლის ალადები, შოკოლადი, პური, კიტრი. მე კალორაჟი არ გამიზომია, მე ვიცი ჩემს შვილს რა შეუძლია მიიღოს. იმაზე მეტს ვერ იღებს! ამასაც ვერ იღებს ხოლმე, სწორედ იმავე მიზეზით, რომ მოწამლულია. ზონდით არ იღებს საკვებს და მორჩა!“, - განმარტა ალასანიამ.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება აქვს ხალხის ხარჯზე მოხვეჭილი, ასევე აშშ-ში აქვთ არაერთი ბინა და უძრავი ქონება ნაყიდი.

 

მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილის ოჯახი არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი და არც ისაა გასაკვირი, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა