ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

იაგო ხვიჩია - ხვალინდელი აქცია რჩება მიტოვებული, რადგან თავად პატრონები კიევში არიან წასული

ნახვები: 528 იაგო ხვიჩია - ხვალინდელი აქცია რჩება მიტოვებული, რადგან თავად პატრონები კიევში არიან წასული

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საქართველოში ხშირად აქციების დაანონსება ემსახურება არა აქციების ჩატარების მიზანს, არამედ იმას, რომ კონკრეტულ თარიღში აქცია სხვამ არ დაგეგმოს.

აღნიშნული კომენტარით იაგო ხვიჩია ოპოზიციის ნაწილის მიერ ხვალისთვის დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

„მგონი, საქართველოში აქციების დაანონსება აქციების ჩატარების მიზანს ნაკლებად ემსახურება. ზოგადად, უფრო ემსახურება იმას, რომ აქციის დაანონსება სხვამ არ დაგასწროს. შემდეგ დაანონსებული, უპატრონო აქცია რჩება, რომლის პატრონებიც კი კიევში არიან წასული და აქ აქცია ისეა მიტოვებული. ასე იცის აქციის წინასწარ დაანონსებამ იმის გამო, რომ რომელიმე თარიღში აქციის გამართვის უფლება სხვამ არ წაგართვას. ეს არის ადგილის დაკავება – რიგში რომ მიდიხარ და ამბობ, ადგილი დამიკავეთ, 24-ში აქცია მინდაო. შემდეგ, შეიძლება, რიგისთვის უკან მობრუნება დაგეზაროს, მაგრამ რიგი მაინც დაკავებულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, რეალური პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის ნაბიჯებსა და საფეხურებზე მოძრაობს.

ხვიჩიას თქმით, პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემოღება ხდება ისეთ დროს, როცა პოლიტიკური ლობიზმი საქართველოში ფაქტობრივად აკრძალულია.

„თავის დროზე პუტინი როგორც ამბობდა, ამერიკული რაღაც შემოგვაქვსო, ზუსტად ამას ამბობენ. სინამდვილეში, საქართველოში საერთოდ არ არსებობს იმის მსგავსი, რაც არის ამერიკაში, რასაც ვეძახით ლობიზმის თავისუფლებას. ჩვენთან პოლიტიკური ლობიზმი ფაქტობრივად აკრძალულია. ჩვენ პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობა შემოგვაქვს ისეთ დროს, როცა აკრძალულია. ამის მიზანია იმის თქმა, რომ ჩვენ რუსეთის გზაზე მივდივართ, რადგან ეს გზა რუსეთმა გაიარა და თუ არ უნდათ, რომ ეს მიეწებოთ, მაშინ ამაზე საუბარს საერთოდ არ დაიწყებდნენ – აგენტის ნაცვლად სხვა რამეს ჩაწერდნენ. ეს არის „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ჩვენ მიერ მოინათლა, როგორც ამორალური“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა