პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

პრეზიდენტი - არ შეიძლება, მწუხარება არ გამოვხატო იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი - საბედნიეროდ, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია

ნახვები: 512 პრეზიდენტი - არ შეიძლება, მწუხარება არ გამოვხატო იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი - საბედნიეროდ, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია

არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პოზიცია განსაკუთრებით გაუგებარია ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არაერთხელ გაიარა. თუმცა ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საბედნიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია უკრაინის მიმართ.

„არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაცა მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ. რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენიტეტის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია. ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები, დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობის და სიახლოვისა, რაც ამ დროშებითა და ჩვენი ჰიმნებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას და განწყობას გაგვიზიარებენ. თბილისი კი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების განმავლობაში იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყა მთავარი- საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა