კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

„ბიბისი“ - პეტერბურგში დააკავეს 15 ადამიანი, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად, ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს

ნახვები: 565 „ბიბისი“ - პეტერბურგში დააკავეს 15 ადამიანი, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად, ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს

პეტერბურგში დააკავეს 15 ადამიანი, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, შესაბამის ინფორმაციას უფლებადამცველი მედიაპროექტი „ოვდ-ინფო“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, კიდევ სამი ქალი დააკავეს მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან.

სამი ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგში, მემორიალის ყვავილებით შემკობისას. ბარნაულში საბჭოს მოედანზე აქციის გამართვისას ოთხი პირია დაკავებული. უკრაინის მხარდამჭერები დააკავეს რუსეთის სხვა ქალაქებშიც.

ნიჟეგოროდში დააპატიმრეს მუნიციპალური დეპუტატი დმიტრი მოჩალინი, რომელიც ერთკაციან პიკეტს მართავდა პლაკატით „მშვიდობა – უკრაინას. ჯარისკაცი – სახლში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა