ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბაჩო დოლიძე - არ მგონია, „ქართული ოცნება“ წუხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობებზე, მალე შევძლებთ ძალების მობილიზებას

ნახვები: 523 ბაჩო დოლიძე - არ მგონია, „ქართული ოცნება“ წუხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობებზე, მალე შევძლებთ ძალების მობილიზებას

ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ჩვენი საქმე ვიცით, ძალიან მალე შევძლებთ ძალების მობილიზებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ ოლიგარქიული რეჟიმი დასრულდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

აქციებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ბევრი ტერმინი გააუფასურა, სერიოზულად თვითონაც არ ეკიდებიან ბოიკოტს, პერმანენტულიც მუდმივობიდან რაღაც ერთწუთიან აჟიოტაჟად გადაიქცა“.

„არ მგონია, „ქართული ოცნება“ წუხდეს იმ აქტივობებზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაგეგმილი. არ მგონია, ახარებდეთ შედეგი, რითიც დამთავრდება აქციები. ასე რომ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ჩვენი საქმე ვიცით და ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ძალების მობილიზებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ ოლიგარქიული რეჟიმი დასრულდეს. ფორმაზე და ტაქტიკაზე, პირველ რიგში, პარტიის შიგნით უნდა შევჯერდეთ, შემდეგ ჩვენს პარტნიორებთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე საუბრისას, დოლიძემ აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილის გუნდთან ჯერ კომუნიკაცია არ აქვთ.

მისივე თქმით, აქციებზე არავის დაძახილი არ არის საჭირო.

„არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, რომლის ორგანიზებაშიც, დიდი იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ჯერჯერობით კომუნიკაცია, სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, იარსებებს. როგორც ვიყავით აქამდე, ვიქნებით ყველა ბრძოლაში, რაც მიმართული იქნება რეზულტატზე. არავის დაძახილი არ არის საჭირო“, – აღნიშნა დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა