კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

მეუფე იაკობი - ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს

ნახვები: 546 მეუფე იაკობი - ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს

ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს, თავის თავს ისეთ რამეს არ უნდა უკეთებდეს, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს , - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს შერიგებისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ღმერთმა ჩვენც შეგვინდოს, ბევრ საქმეში ჩვენც ვცოდავთ ხოლმე, ერთმანეთთან ვცოდავთ, ერთმანეთთან შერიგება არ გვინდა. არის ნაწილი, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა შერიგება, ეკლესიამ რამდენჯერ მოვუწოდეთ. იქნებ ამ მარხვაში, ორშაბათიდან ღმერთზე იფიქრონ და არ იფიქრონ გარე - გარე სირბილებზე, რადგან საქართველოში სიტუაციას ვერავინ არევს. სამწუხაროა, დალაგება არ გვინდოდეს, იმიტომ რომ, თუ ერთად ვიქნებით განვითარდებით და განვითარება ჩვენთან იქნება. რომელი ერია ჩვენზე დიდი კულტურის მატარებელი ერი? რატომ უნდა ვიყოთ ასე, ვიღაცების დასარიგებელი რა გვჭირს?“, - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაზე არცერთი სული დასაკარგი არ არის და ყველა ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეს.

„შენდობას ვითხოვ, ეს გულისტკივილი მაქვს, ჩემს ერს ცუდად, რომ ექცევიან სულ არ მაინტერესებს პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ვინმესთან თუ - არა. ჩემ ქვეყანაზე გადის და ჩემს სახელმწიფოს ურტყამენ მაგით და ამიტომ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენგან არავითარი თანაგრძნობა არ ექნებათ, ვინც მასზე ფიქრობს შიგნით თუ გარეთ. ყველამ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, ჩვენ უცხოებთან და უცხოელებმა ჩვენთან, მაგრამ სანამ ჩვენ ერთმანეთთან არ ვისწავლით, კიდევ სწორი ცხოვრების წესი უნდა ვისწავლოთ. ადამიანი -ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თუ მაზიარებელი კაცია, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს. თავის თავს ისეთ რამეს არ უნდა უკეთებდეს, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. იმიტომ, რომ წესი გინდ აუგონ მასეთს, ეს იქნება მსახიობობა და არ იქნება ის. ამიტომ ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ერთი სულიც დასაკარგავი არ არის, არამც საქართველოში არამედ მსოფლიოში არ არის”, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის თქმით, „ღირსების მატარებელი ერი ვართ, დაპყრობილი ვყოფილვართ, მაგრამ მონები არ გავმხდარვართ, მონები ვინც არიან გარე - გარე დარბიან და საქართველოს უჩივიან.“

„ჩვენ ვიცით ტკივილი და სიკვდილი რა არის. ჩვენზე მეტი მოკლული მცირე პერიოდში პროცენტულად არავის ჰქონია და ვიცით, ვიზიარებთ. იქიდანაც ჭკვიანად უნდა მოიქცნენ, არ უნდა ვთქვა ყველა სლავზე, რომ ყველა ერთნაირია ჩვენი მისამართით. აბა, გადახედონ როგორ გვექცევიან სლავები და ჩვენგან რატომ ელიან, რომ თავზე ხელს გადავუსვამთ. რადგან ქართველები ვართ, ღირსების მატარებელი ერი ვართ, დაპყრობილი ვყოფილვართ, მაგრამ მონები არ გავმხდარვართ. მონები ვინც არიან გარე გარე დარბიან და კიდევ საქართველოს უჩივიან, პირდაპირ ვიტყვი. ამ მარხვაში მაინც შევრიგებულიყავით. შევრიგდეთ იმისთვის, რომ ერს გადარჩენა სჭირდება, ბავშვები იზრდებიან, ადამიანური უნდა ისწავლონ, აბა, მაბეზღარობა ხომ არ უნდა ისწავლონ. ის წავიდა წინა საუკუნეში იყო, ეს პერიოდი და იგივე დგება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა