ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რატი ბრეგაძე - საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს

ნახვები: 524 რატი ბრეგაძე - საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს

საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს. ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი გაჟღერდება, უნდა იყოს მტკიცებულებით გამყარებული, მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი; არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანასაც უნდა წარმოადგენდეს ის, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მტკიცების ტვირთი ეკისრება ადამიანს, ვინც მეორე ადამიანს უყენებს ბრალდებას. არცერთი მტკიცებულება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ადამიანის წამების ან მისადმი არაადამიანური მოპყრობის ჩვენ არ გაგვიგია. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი და სააკაშვილისა და მისი მომხრეების რადიკალური ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა, რადგან ჩვენი ინტერესია ამ ადამიანის ჯანმრთელობა, ეს ხალხი კი შეგნებულად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და მან ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა