ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

მდინარაძე: ვინც არ უნდა იყოს, არ შეიძლება, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს თითი დაუქნიო

ნახვები: 541 მდინარაძე: ვინც არ უნდა იყოს, არ შეიძლება, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს თითი დაუქნიო

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე რუსულ კანონპროექტზე ელჩების კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ "არ შეიძლება" ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს "თითი დაუქნიო". ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ თითოეული დეპუტატი "ამომრჩევლის გავლენის აგენტია".

"არ უნდა გავატაროთ არავითარ შემთხვევაში და ესეც უნდა გავბედოთ, თავისი სახელი დავარქვათ და გავბედოთ, რომ არ შეიძლება ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს უთხრა, რომ შენ თუ ხელს დააჭერ იმ მწვანე ღილაკს და რაღაცაზე გადაწყვეტილებას მიიღებ, ეს და ამაზე თითი დაიქნიო. მოკლედ, შინაარსში აღარ შევალ სპეციალურად. არ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, არ შეიძლება, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს თითი დაუქნიო და უთხრა, შენი გადაწყვეტილებით ასეა.

პირველ რიგში, დეპუტატი, ნებისმიერ არის - გნებავთ, დავარქვათ ის სახელი, რომელზედაც ელეთმელეთი ემართებათ, რომ იტყვიან - თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი, თუ გნებავთ, რადგან ეს სიტყვა ასე აწუხებთ. ნებისმიერი ჩვენგანი. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლის გავლენის აგენტი და დამშვიდდით, მეგობრებო, ეს სიტყვა ასე თუ გაშინებთ და ასე თუ გაშფოთებთ, მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით და ეს ნუ შეგაშინებთ ნურავის, ვის ინტერესებსაც მოემსახურებით, ნუ შეგრცხვებათ იმ ხალხის გავლენის აგენტობა, თუნდაც", - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა