ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ზურაბ ჩხაიძე - პაციენტ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა

ნახვები: 529 ზურაბ ჩხაიძე - პაციენტ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა

პაციენტ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა, რომ არ გააგრძელებდა თანამშრომლობას მკურნალ ექიმთან, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტის სურვილი და მოთხოვნა, შესაბამისად შეიცვალა მკურნალი ექიმი, ახლა იქნება ლუიზა შენგელია. პაციენტმა არ ისურვა, ქალბატონ თამარს გაეგრძელებინა მუშაობა მასთან. სხვა არაფერი არ ყოფილა. პერსონალი აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს და აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას, მიუხედავად ყველაფრისა“, – განაცხადა ექმიმმა.

ამასთან, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილი კვლავ დაბალი კალორაჟის საკვებს იღებს.

„საკვებს იღებს, როგორც იღებდა აქამდე. ენდოკრინოლოგის, ნუტრიციოლოგის კონსულტაცია ფაქტობრივად არ სრულდება. შესაბამისად, აგრძელებს იმავე კალორაჟის მიღებას, როგორც იღებდა აქამდე. ძალიან მცირე კალორაჟია, დაახლოებით მესამედია იმ საჭირო კალორაჟისა, რაც ესაჭიროება მის ორგანიზმს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ არის. როგორც თამარ დავარაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა მას სუს-ის აგენტი უწოდა.

„როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში. პაციენტი უცნაურად შემხვდა. მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა. ვკითხე ამის შესახებ და მითხრა, რომ სუს-ის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო, მას ვუთხარი, გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ-მეთქი. იმის შემდეგ მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირას, საღამოს იყო და ეს მითხრა ორშაბათს. მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი, რაც მოხდა. 10 თვე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება. სააკაშვილს ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს. მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე“, – განაცხადა  თამარ დავარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა