იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

რომან გოცირიძე - თქვენ ხართ მოღალატე, რად გიღირთ? - ანგრევთ ქვეყანას

ნახვები: 532 რომან გოცირიძე - თქვენ ხართ მოღალატე, რად გიღირთ? - ანგრევთ ქვეყანას

ივანიშვილის მონები ხართ, ძვალს გადმოგიგდებთ, ნასუფრალის, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს განხილვა მიმდინარეობს.

„რომელ არგუმენტებზეა საუბარი? ამბობდით, ეს კანონპროექტი მტრული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართულიო. იცით, რომ არსებობს თავისუფლების ქარტია, რომელიც პირდაპირ მტრული სახელმწიფოს აგენტურის, მათი დაფინანსების, ამ დაფინანსების გამოვლენის წინააღმდეგაა მიმართული. ის 2011 წელსაა მიღებული. ამ 10 წლის განმავლობაში, თქვენ, ეს კანონი გამოიყენეთ? ან რომელი „ფულის გათეთრებაზე“ მეუბნებით, როდესაც საქართველოში არსებობს ყველა ფუძემდებლური კანონები, რომელიც შეიძლება გამჭვირვალობის კუთხით გამოგეყენებინათ. თქვენ ხართ მოღალატე „ალტინფოს“ რუსული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციის მფარველები,რომლებმაც აქ, ჯვარი დაგიდგეს. რამდენს გიხდით ბიძინა იმისათვის, რომ ეს გიღირდეთ? ან სახლში არ უნდა შეხვიდე? ან ქუჩაში არ უნდა გახვიდე? რად გიღირთ ეს. ერთი ფულიანი კაცის მონები რამ გაგხადათ, რამ! თქვენ ანგრევთ ქვეყანას, თქვენი ერთადერთი ამოცანაა ემსახუროთ ბიძინას. რამდენს გაძლევთ, გიღირთ დღევანდელი დღე იმად, რასაც გაძლევთ? პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურებით საქართველოში. ბიძინა ივანიშვილის მიზანია ფული და ძალაუფლების შენარჩუნება და ამას ემსახურებით თქვენ. ივანიშვილის მონები ხართ, ძვალს გადმოგიგდებთ, ნასუფრალის“ , - მიმართა „ქართული ოცნების“ წევრებს კომიტეტის სხდომაზე რომან გოცირიძემ.

მას „ხალხის ძალის“ წევრმა ირაკლი-დაჩი ბერაიამ უპასუხა.

„ბატონო რომან, მასხარა ხართ“.

ამ დაპირისპირებაში ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძეც რომელმაც ბერაიას მიმართა: “ მოღალატე ხარ, ხმას ნუ იღებ“.

„შენ ხარ უზრდელი... შენ ხარ მეგრული სირცხვილი“, - უპასუხა ბერაიამ წითლიძეს.

სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე,

„შენი ქვეყანა შენი საპატრონო უნდა იყოს, პირველ რიგში და არა, კუბილიუსის შეკვეთებზე ირბინოთ. შენი თავი შენადვე უნდა გეკუთვნოდესო და არა, კუბილიუსს ეკუთვნოდეს. არგუმენტებით მოდით,არგუმენტებით“,- განაცხადა ხუნდაძემ.

„არგუმენტის ტვინი ვინ მოგცა შენ! არგუმენტს ეძახის... ხისთავა“, - უპასუხა რომან გოცირიძემ ხუნდაძეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა