ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციას თავისი სუტენიორი ჰყავს კეზერას სახით

ნახვები: 556 თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციას თავისი სუტენიორი ჰყავს კეზერას სახით

რეჟიმი გვჯობნის იმით, რომ მისი გზავნილი არის ძალიან ცხადი და თანმიმდევრული, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „რეჟიმის ოპონენტებს ცხადი გზავნილი სჭირდებათ“.

„მეგობრებო და დაუძინებელო მეგობრებო, რამდენიმე მოსაზრებას შემოგთავაზებთ:

1. რეჟიმი გვჯობნის იმით, რომ მისი გზავნილი არის ძალიან ცხადი და თანმიმდევრული, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს.

„ბიძინას ყველა კრიტიკოსს ომი და თქვენი სისხლისღვრა უნდა, ბიძინამ თქვენთვის თავი გასწირა და სჯიან“. ეს არის ძალიან მარტივი კონსტრუქცია – 2011 წელს დაიწყო ამ კონსტრუქციით მუშაობა და 12 წლის თავზე მოხდა ისე, რომ მთელი დასავლეთი და ოპოზიცია გლობალური ომის პარტიაა და ქართველების სისხლი უნდა, ბიძინა თავგანწირული გმირია და გვიცავს მსხვერპლის ფასად. (სააკაშვილის ნატურას რადგან კარგად იცნობდა, მოკავშირედ გამოიყენა, ბოლომდე დააგოიმა და ფაქტობრივად, მას შეასრულებინა თავისი გეგმა გვარამიას დახმარებით, მიშას კრიტიკოსების გაქრობით და განადგურებით ოპოზიციურ ველზე).

2. რეჟიმის ოპონენტებს გვჭირდება ასევე ცხადი გზავნილი:

ა) შეთანხმება ჩვენ შორის, რომ ეს რეჟიმი არის კრემლის გავლენის აგენტურული რეჟიმი. ბ) სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, როგორც პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხრიდან. ტყვიასავით ცხადი, მარტივი და სწორხაზოვანი გზავნილი გვჭირდება, რათა რეჟიმის მიერ შექმნილ აბსურდულ ნიაღვარში გააღწიოს და ადამიანების გულებს და თავებს მისწვდეს. ჩვენ ვაბნევთ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჩვენი არათანმიმდევრულობით და უპასუხისმგებლობით საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე. ოპოზიციის მხარეს არის სრული ბალაგანი – თან პუტინისტი რეჟიმია, თან პუტინისტებთან თანამშრომლობა მნიშნელოვანია, თან პუტინისტებს ვაიძულებთ, რომ ევროკავშირში შევიდნენ, თან სასამართლო რეფორმაზე და 12 პუნქტზე ვმუშაობთ, თან სალომეს იმედი გვაქვს, თან სალომე მოღალატეა… თან ხელი მოაწერეთ ხალხოოო, ეგებ უპირობოდ მიგვიღონ… მოკლედ გულისამრევი ბალაგანი გვაქვს აქეთ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სამარცხვინო და უსუსური არათანმიმდევრულობის, რაც ოპოზიციის მხარეს ხდება. ეს უნდა აღიკვეთოს. ვიდრე ამ გზავნილზე შეთანხმება არ მოხდება (ართანამშრომლობა), „ევროპული საქართველო“ ამ ბალაგანიდან თავს შორს დაიჭერს და მხოლოდ თავის ამომრჩეველთან იმუშავებს.

3. სიბრიყვეა, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი არ უნდა და ახლა ოპოზიციამ ხალხი უნდა დარაზმოს, რომ ევროკავშირს ზეწოლით და უპირობოდ მოაცემინოს. „ქართულ ოცნებას“ სტატუსი უნდა, პირობების შესრულება არ უნდა, რადგან რომ ამ პირობებით ძალაუფლებას კარგავს. ამისთვის წევს ტემპერატურას მაღლა ამ კანონით, რომ ივაჭროს და მისი პოლიტიკის ნორმალიზაცია მოახდინოს ყოველგვარი პირობის შესრულების გარეშე. მელიას დაჭერა გაიხსენეთ, მელიათი ივაჭრა და შეგრეკათ პარლამენტში ცხვრებივით „გამარჯვებული“ სამადაშვილის თაოსნობით! იგივე უნდა! ამიტომაა მნიშვნელოვანი, გაიაზროთ, რომ ეს კანონი რომც არ მიიღოს – რეჟიმი მაინც რუსულია. ეს სიბრიყვე ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს, რადგან ნათელყოფს, რა იოლად მანიპულირებადია ოპოზიციური ველი. მოკლედ, ვიდრე ამაზე შეთანხმება მოხდება, მანამდე „ევროპული საქართველო“ თავისთვის უბერავს და ვინც გვეთანხმებით ამაში, ჩვენ შემოგვიერთდით – იმ ბალაგანს გაეშვით“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

გარდა ამისა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე ერთ-ერთ კომენტარში დაწერა: „ოპოზიციას თავისი სუტენიორი ჰყავს კეზერას სახით და ფიზიკურად შეუძლებელია მათზე დაყრდნობა, თუ ხალხის მხარდაჭერით არ ვაბალანსებთ და გვიჭირავს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა