ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მამუკა ხაზარაძე - შეიქმნება წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მხარს დაუჭერს ყველა აქტივობას „ხალხის ძალის“ კანონის ჩასაგდებად

ნახვები: 530 მამუკა ხაზარაძე - შეიქმნება წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მხარს დაუჭერს ყველა აქტივობას „ხალხის ძალის“ კანონის ჩასაგდებად

პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს, როგორც არასდროს გაერთიანების დროა. საუბარი არ არის პარტიულ გაერთიანებაზე, ვსაუბრობთ იმ გაერთიანებაზე, რომელიც ეხება თითოეულ მოქალაქეს, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, იმ დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ რუსულ კანონპროექტს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს, კოორდინირებულად საზოგადოებრივ ძალებთან ერთად მასშტაბურ საპროტესტო აქციები დაიწყება.

„პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს როგორც არასდროს გაერთიანების დროა. საუბარი არ არის პარტიულ გაერთიანებაზე, ვსაუბრობთ იმ გაერთიანებაზე, რომელიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. საქართველოში, როგორც არასდროს კრიტიკული მომენტია, სად იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ.

მინდა გითხრათ, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მეორე - ამ მიზნით, „ლელო“ აქტიურ თანამშრომლობას იწყებს ქართულ საზოგადოებასთან, ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ამ ამოცანას იზიარებს.

მესამე - „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

მეოთხე - „ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან, და მედიასაშუალებებთან, რათა ყველა მოქმედების კოორდინირება მოხდეს.

ახლა გაბუტვების დრო დამთავრდა. საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

მეხუთე- ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც კონკრეტულად გავაჟღერებ მოთხოვნებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კანონპროექტს დაუჭერს მხარს იქნას ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ გატარებული.

იმ დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ რუსულ კანონპროექტს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს, ქართველმა ხალმა სწორედ 80%-მა, რომელმაც დიდი ხნის წინ მიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი უნდა იყოს, ეს ხალხი გამოვა და კოორდინირებულად საზოგადოებრივ ძალებთან ერთად დაიწყებს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს“,- აღნიშნავს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა