აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ჯონ კირბი - ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ოლაფ შოლცმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ჩინეთმა რუსეთს, შესაძლოა, ლეტალური იარაღი მიაწოდოს

ნახვები: 534 ჯონ კირბი - ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ოლაფ შოლცმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ჩინეთმა რუსეთს, შესაძლოა, ლეტალური იარაღი მიაწოდოს

აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ჩინეთმა რუსეთს, შესაძლოა, ლეტალური იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჯონ კირბის თქმით, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, ჩინეთმა ყურადღება გაამახვილოს რუსეთის დარწმუნებაზე, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რადგან შეჭრა, პირველ რიგში, უკანონოა.

კირბის განმარტებით, გერმანიის კანცლერის აშშ-ში ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერისას კოორდინირებულ მოქმედებას უკავშირდება. ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დასავლელი მოკავშირეები რჩებიან „ძლიერი, გადამწყვეტი და ერთიანი.“

„ჩვენ ვიცით, რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკრაინას მივცეთ ის მხარდაჭერა, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოკავშირეები დარჩებიან ერთიანები. ორივე ლიდერი იზიარებს უკრაინელების სურვილს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. მშვიდობისკენ, რომელიც ამტკიცებს უკრაინის სუვერენიტეტს და იცავს მის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა