პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

კელი დეგნანი - მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ, გამოიწვიეთ წარდგენილი კანონი, ეს არ არის საჭირო, არ შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესში

ნახვები: 511 კელი დეგნანი - მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ, გამოიწვიეთ წარდგენილი კანონი, ეს არ არის საჭირო, არ შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესში

ჩვენ არ ვნებდებით, რათა დავარწმუნოთ მთავრობა, რომ ამ კანონთან მიმართებაში წინსვლა არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, პარლამენტმა უნდა გადახედოს აღნიშნულ კანონპროექტს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერო-მ, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომელიც, დიდი ალბათობით, მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, სავარაუდოდ, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, როგორც ამ კანონმდებლობამ ეს გააკეთა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედოს ამ კანონს. ეს არ არის აუცილებელი. არსებობს გამჭვირვალობა, როგორ გამოიყენება აქ უცხო ქვეყნების დახმარება. ამ კანონს ექნება დამანგრეველი ეფექტი საქართველოში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რომ აკეთონ კარგი საქმე, დაეხმარონ საჭიროების მქონე ქართველ ადამიანებს. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ, გამოიწვიეთ ეს კანონი, ეს არ არის საჭირო და არ შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესში“, – განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა