ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი - დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული - საჭიროა იმ ზარალის აღრიცხვა

ნახვები: 522 შალვა პაპუაშვილი - დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული - საჭიროა იმ ზარალის აღრიცხვა

იცით, რომ დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული. საჭიროა იმ ზარალის აღრიცხვა, რომელიც მიადგა პარლამენტს როგორც შენობას, ისე ინფრასტრუქტურას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის წევრები უბიძგებდნენ ახალგაზრდებს მსგავსი ქმედებისკენ.

„რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, უპირველეს ყოვლისა იცით, რომ დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული. საჭიროა იმ ზიანის აღრიცხვა, რომელიც მიადგა პარლამენტს როგორც შენობას, ისე ინფრასტრუქტურას და აღდგენა. ვიდრე ინფრასტრუქტურა აღდგენილი არ არის, საფრთხე არის იქ მყოფი პირებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აპარატს და დამხმარე პერსონალს შესაძლებლობა მიეცეს, რომ სრულად აღდგეს პარლამენტი. იცით, რომ ჩამსხვრეულია ფანჯრები, არის ზიანი მიყენებული ინფრასტრუქტურისთვის, იყო ცეცხლი გაჩენილი ფანჯრის რაფაზე მეორე სართულზე „მოლოტოვის კოქტეილისგან“ და ა.შ.

ზოგადად მინდა ვთქვა - სამწუხაროა, როდესაც ვხედავდით, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ახალგაზრდების, ბავშვების ენერგიას იმისთვის, რომ მიემართათ ეს ენერგია აგრესიისკენ. ჩვენ ვნახეთ გუშინ ამის პირდაპირი მაგალითი, როდესაც პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა მოუწოდა პირდაპირ უკანონობისკენ პარლამენტთან შეკრებულ ახალგაზრდებს, რომ პიკეტირება მოეწყოთ პარლამენტის და ამ პიკეტირების შედეგი გადაიზარდა ძალადობაში პოლიციელების წინააღმდეგ და ასევე, შენობის დაზიანებაში. სამწუხაროა, რომ ასევე ვხედავდით წახალისებას ამ აგრესიისა. უპირველეს ყოვლისა ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი და განსაკუთრებით, როცა ეს ძალადობა არის სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში, პარლამენტის სასახლის წინააღმდეგ. მე მიკვირს, როგორ ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ამ ძალადობის მიმართ გამოხატონ სიმპატია თუ ემპათია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა