ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

კახა ოქრიაშვილი - თქვენ, მმართველმა ძალამ, მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო

ნახვები: 536 კახა ოქრიაშვილი - თქვენ, მმართველმა ძალამ, მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„გავრილოვის ოცნებამ“ ჩააგდო „აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი. ქართველმა ახალგაზრდობამ აიძულა და უკან დაახევინა ხელისუფლებას, მაგრამ დღესვე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მკაცრად დასჯიან იმ ადამიანებს, ვინც პროტესტი გამოხატა და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა რუსული დიქტატურისგან. დასაჯეთ ამ კანონის ინიციატორები ივანიშვილი, კობახიძე და სხვანი!

ბატონებო, თქვენ გსურთ საქართველოს გადამრჩენელი ახალგაზრდები გაასამართლოთ და დაიჭიროთ?! ნურას უკაცრავად, არ გამოგივათ! თქვენ, მმართველმა ძალამ მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო. ახლა, თქვენი უტვინო მოქმედებებით, ნუ მიიყვანთ ქვეყანას ესკალაციამდე!

ძალიან სწრაფად, მშვიდობიანად შეიცვლება ეს ავტორიტარული, რუსული აგენტებით სავსე რეჟიმი და პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ე.წ. გავრილოვის ღამის მშვიდობიანი აქციის დარბევისთვისაც. ხოლო, ის უკანონო ამნისტია, რომელიც კობახიძემ გააფორმა, გაუქმდება და ყველა პასუხს აგებს. ეს არ არის მუქარა - ეს დემოკრატიაა!

მალე ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა