ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი - როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ საჭიროა რეჟიმის დამხობა

ნახვები: 556 ირაკლი ღარიბაშვილი - როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ საჭიროა რეჟიმის დამხობა

არეულობის დროს, როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა ჩვენს პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა, მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებს უნდა ეყოთ კეთილგონიერება, გამოიჩინონ სიფრთხილე, სიმტკიცე და სიფხიზლე, რათა არ იყოს დაშვებული არც ერთი პროვოკაცია.

„თქვენ მკითხეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ევროპარლამენტმა სჯობს, თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში, ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? მე მოვისმინე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციასა და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა. ეს არის ანტიდემოკრატიული. მე არ ვიცი, ვინ რას ადარებდა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ ერთი რამ – მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. ეს არის მთავარი მიზანი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, უნდა გვეყოს კეთილგონიერება. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მაგრამ მაგარი სიმტკიცე და სიფხიზლე, რომ არ დავუშვათ არც ერთი პროვოკაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვიძახით გადაჭარბებული შეფასებით, ეს არის რეალობა, მეგობრებო. მათი სურვილია, რომ საქართველო ჩაერთოს მეორე ფრონტში“, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა