ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ირაკლი კობახიძე - ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო მიუხედავად იმ პოლიტიკური სიმძიმისა, რომელიც მას ჩვენთვის ჰქონდა

ნახვები: 556 ირაკლი კობახიძე - ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო მიუხედავად იმ პოლიტიკური სიმძიმისა, რომელიც მას ჩვენთვის ჰქონდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, თუმცა მეორე მხარეს იყო აბსოლუტურად ზედაპირული, ყალბი, მაგრამ ძლიერი მესიჯი, სამწუხაროდ, არგუმენტებით ძლიერი მესიჯი ვერ გადავწიეთ და ეს არის რეალობა, რაც შეიქმნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „კვირის მოამბეში“ განაცხადა. 

„რაც შეეხება გადაწყვეტილების შეცვლას, ბუნებრივია, ამას აქვს თავისი სერიოზული პოლიტიკური სიმძიმე, თუმცა საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბუნება, განსხვავებული იმისგან, რითაც გამოირჩეოდა წინა ხელისუფლება – ჩვენ არასოდეს ვცდილობთ გადავტეხოთ თუნდაც ის განწყობა, რაც თუნდაც ყალბ ინფორმაციას ეფუძნება. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული ძალები უხეშად სარგებლობდნენ შექმნილი ვითარებით, მათ შორის ახალგაზრდებს, ადამიანებს რისკის ქვეშ აყენებდნენ და არ გვინდოდა, ეს პროცესი ასე გაგრძელებულიყო. ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს, მშვიდობას, სიმშვიდეს. ვფიქრობ, რომ შეცვლის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო მიუხედავად იმ პოლიტიკური სიმძიმისა, რომელიც მას ჩვენთვის ჰქონდა, მაგრამ ჩვენი პრინციპია – ჰუმანურობა და რაღაცეებისთვის ანგარიშის გაწევა მაშინაც კი, როცა გარკვეულ აღქმებს შეიძლება ობიექტური საფუძველი არ ჰქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა