ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას

ნახვები: 535 შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას

ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის შენობის წინ "ალტ-ინფოს" წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.

მისივე თქმით, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს.

„პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს მინდა გამოვეხმაურო. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა ევროკავშირის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომელიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობების წინ, დასჯადი გახადა და, რა თქმა უნდა, იყო განცხადებაც შსს-სი, რომ ყველა, ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, სათანადოდ იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი.

სამწუხარო ისაა, რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილს. აღდგება სამაგრიც და როგორც ვთქვი, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას. რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს სხვადასხვა მიდგომაა. როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილას!“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა