ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ვანო მერაბიშვილი - ივანიშვილი მათთვის არის მეხამრიდი პუტინისგან

ნახვები: 541 ვანო მერაბიშვილი - ივანიშვილი მათთვის არის მეხამრიდი პუტინისგან

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხ, Freedom TV-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართველი ხალხის საქართველოს მთავრობასთან თანაცხოვრებას“ ორი მიზეზი აქვს – პუტინის შიში და ოპოზიციის პასიურობა.

ვანო მერაბიშვილმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „ქართველი ხალხი ხომ არ არის რუსები, ეს ხომ არ არის მონების ერი, რომელსაც 20 წელი აჩუმებდნენ. როგორ თანაცხოვრობს ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობასთან, რამდენი ასეთი იდიოტური კანონი უნდა იყოს, რომ ქართველებმა გაიგონ, რამდენად უსიამოვნო სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ“.

„მთავარი არის ის, რომ მათ მართლა ეშინიათ პუტინის, რადგან სულ მცირე ყოველ მეხუთე ქართველს უნახავს რუსული ტანკები საკუთარი თვალით 2008 წელს და, რაც ყველაზე ცუდია, ყველამ გაიგო, რომ დასავლეთს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, არ გაუპროტესტებია ეს ქმედება. მეტიც, გახსოვთ, დასავლური საზოგადოებრივი აზრი ხშირად საქართველოს ადანაშაულებდა ამ ომის გამო. ეს ქართელებმა დაინახეს და ამან მათზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ახლა მათ, რა თქმა უნდა, ეშინიათ პუტინის, მე არ ვფიქრობ, რომ მათ უყვართ ივანიშვილი, თუმცა ამჟამად ივანიშვილი მათთვის არის მეხამრიდი პუტინისგან, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ თუ საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება, თუ რუსეთი რეალურად არ დაესხმება თავს, სულ მცირე იქნება ის, რომ თუ უკრაინას ესვრიან 60 რაკეტას, 10-ს ესვრიან საქართველოს.  რა თქმა უნდა, ქართველებს ამის ეშინიათ" - განაცხადა მერაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა