ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ვინ ჩაანაცვლებს თეა წულუკიანის ჩამნცვლებელ დეპუატატ ნინო იაობაშვილს პარლამენტში?!

ნახვები: 541 ვინ ჩაანაცვლებს თეა წულუკიანის ჩამნცვლებელ დეპუატატ ნინო იაობაშვილს პარლამენტში?!

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და ასევე, გიორგი ამილახვარის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს.

 

ცნობისთვის, 

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ნინო იობაშვილი იქნება.

გენდერული კვოტირების თაობაზე საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მიხედვით, წულუკიანს იობაშვილი შეცვლის.

2019 წლის აგვისტოდან ნინო იობაშვილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2018-2019 წლებში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკურ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მანამდე მას სხვადასხვა დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდგომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა.

ამის გამო პარლამენტში ვაკანტურია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება, ვინ შეცვლის ამ პოსტზე თეა წულუკიანს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა