ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?

ანალენა ბერბოკი - საქართველოს მთავრობამაც და ქართველებმაც ზუსტად, მკაფიოდ გამოხატეს და გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს, სად დგანან

ნახვები: 656 ანალენა ბერბოკი - საქართველოს მთავრობამაც და ქართველებმაც ზუსტად, მკაფიოდ გამოხატეს და გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს, სად დგანან

საქართველოს მთავრობამაც და ქართველებმაც ზუსტად, მკაფიოდ გამოხატეს და გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს, სად დგანან, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანალენა ბერბოკის თქმით, საქართველოს თუ უნდა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს და დაუჭიროს მხარი. მისივე განცხადებით, ევროკავშირში შესვლის გადმოსახედიდან 12 საკითხია მოსაგვარებელი და დასარეგულირებელი.

ამასთან, ანალენა ბერბოკს კითხვა დაუსვეს, „როგორ აფასებთ საქართველო-რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობებს, არსებობს პირდაპირი ფრენებისა და კომუნიკაციის აღდგენის მცდელობა“.

„ამ კითხვას ძალიან მოკლედ ვუპასუხებ. იყო მკაფიო სიგნალი, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში, არა მხოლოდ გაერო-ს გენერალური ასამბლეიდან 2022 წლის მარტში, არამედ მიმდინარე წელსაც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი – ეს არის რუსეთი, ვინ არის მსხვერპლი – ეს არის უკრაინა და როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა. ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ჩემი აზრით, საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის ის რეალობა, რომ რუსეთი ძალიან უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაერო-ს ქარტიას, ასევე ეუთო-ს მცდელობებს ამ საკითხის მშვიდობიანად დარეგულირებისთვის. მეზობლებისთვის ეს არის უდიდესი გამოწვევა, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე სხვა ადგილას, გეოგრაფიულად სხვა ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნებისთვის. სანქციების მხარდაჭერის, მაგალითად, ფრენების შეწყვეტის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან არაფერი შეცვლილა და ალბათ საქართველოს მხრიდანაც“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა