გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

მიხეილ სარჯველაძე - სანქციების გამოყენება როდესაც ხდება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაჩნდა

ნახვები: 559 მიხეილ სარჯველაძე - სანქციების გამოყენება როდესაც ხდება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაჩნდა

არ შეიძლება, გვინდოდეს ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური კლასი წყვეტს, ვინ ახორციელებდეს მართლმსაჯულებას, ეს შეუთავსებელია, ქვეყნის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, სანქციების გამოყენება როდესაც ხდება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს კითხვებზე პასუხები.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, კითხვებზე პასუხების გაცემას ქართულ ამერიკული-ურთიერთობების ინტერესიც მოითხოვს.

„ყველა ვხედავდით, რომ სასამართლოს წინააღმდეგ მსხვილი კამპანია მიმდინარეობდა. ვხედავდით, არსებობდა განსხვავებული დამოკიდებულებები, შეხედულებები სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კონკრეტულ თანამდებობის პირებთან, მოსამართლეებთან მიმართებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეხედულებებზე არ იქნება დამოკიდებული სასამართლოში, რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი. არ შეიძლება, გვინდოდეს ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური კლასი წყვეტს, ვინ ახორციელებდეს მართლმსაჯულებას. ეს შეუთავსებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან. როდესაც სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, მათი რაღაც გადაცდომების გამო, ხდება სანქციების დაწესება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაჩნდა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. სიმპათიისა და ანტიპატიისთვის არ უნდა ხდებოდეს სანქციების გამოყენება-არგამოყენება. ქალბატონი ელჩი თავს აშკარად არიდებს პასუხის გაცემას, რატომ არ გამოიყენეს სანქციები სააკაშვილის დროს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. რა არის ის კონკრეტული, თუნდაც საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელსაც თვლიან ისეთ გადაცდომად, რაც იმსახურებს სანქციების გამოყენებას და რაც არ ჰქონდა ჩადენილი წინა ხელისუფლებას, კარგი იქნება თუ საზოგადოებაში გაჩენილ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, რადგან ამას მოითხოვს ქართულ ამერიკული-ურთიერთობების ინტერესიც. ესეც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა