ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

არჩილ თალაკვაძე - აქცია ვერ შედგა, ეს არის ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო

ნახვები: 535 არჩილ თალაკვაძე - აქცია ვერ შედგა, ეს არის ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო

რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები მიმდინარეობს - ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს გაზაფხული იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა გუშინდელ აქციას და აღნიშნა, რომ ეს ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო იყო.

„ეს აქცია ვერ შედგა, რადგან ის იყო შინაარსისგან დაცლილი, არ ჰყავდა ლიდერები, რომელსაც ენდობა საზოგადოება, ის იყო ისტორიის ან ისტორიაზე რაიმეს გადაწერის მცდელობა, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. საკადრისი პასუხიც ნახა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ, მათივე მხარდამჭერები არ მივიდნენ აქციაზე, ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო.

რადიკალური ოპოზიციის შიგნით ასევე, რადიკალური პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ბრიფინგის დაწყებამდე ლიდერების დაპირისპირება და ჩხუბი ერთმანეთში, თუ ვის უნდა ბრიფინგი, ვნახეთ „ქოლგის შტაბი“, თუ რაღაც უცნაური სახელი ერქვა, სადაც ყველა ერთად შეიკრიბა, ვინც ადრე ერთმანეთს ვერ იტანდა, იმ შტაბის დაშლაც ვნახეთ და ახლაც ვნახეთ, რომ ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს იყოს გაზაფხული. ამ როლების გადანაწილებაში ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და მეტი იმედგაცრუება მოაქვთ ოპოზიციური ელექტორატისთვის.

ოპოზიციაში არსებობენ ძალები, რომლებიც დღეს შეიძლება მცირე პარტიებს წარმოადგენენ, მაგრამ ისინი რეალურად უყურებენ პროცესებს და რეალურად მონაწილეობენ საპარლამენტო პოლიტიკაში. ამიტომ 2024 წელს მოქალაქეებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა, ხმა მისცენ ისეთ პარტიებს, ვინც თავის დაპირებებს, ფუნქციებს ასრულებს და არ იქცევა ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა