ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი მოქმედებები იქნება ძლიერი, ბიჭებს ვამზადებთ, ველოდებით პარტნიორების მიერ შეპირებულ იარაღს

ნახვები: 535 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი მოქმედებები იქნება ძლიერი, ბიჭებს ვამზადებთ, ველოდებით პარტნიორების მიერ შეპირებულ იარაღს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში სამხედრო კაბინეტზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, იმსჯელეს ფრონტის ხაზის მართვასა და უკრაინის აქტიურ მოქმედებებზე.

„დღეს ჩვენ ჩავატარეთ სამხედრო კაბინეტი, მუშაობის სპეციალური ფორმატი ჩვენი თავდაცვის სექტორის ხელმძღვანელებთან, ჩვენს მეთაურებთან, დაზვერვასთან და ოფისთან. განვიხილეთ მხოლოდ ის, რაც საჭიროა ფრონტის ხაზის მართვისთვის და უკრაინის აქტიური მოქმედებების უზრუნველსაყოფად, ჩვენი სახელმწიფოს რუსული ტერორისგან დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აქტიური მოქმედებები დააანონსა.

„ჩვენი მოქმედებები იქნება ძლიერი. ბიჭებს ვამზადებთ. ველოდებით პარტნიორების მიერ შეპირებულ იარაღს და მაქსიმალურად ვუახლოვდებით გამარჯვებას. მაქსიმალურად – ერთიანობის სული. მაქსიმალური ეფექტურობა და მაქსიმალური მომზადება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა