ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

განათლების მინისტრი - ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს

ნახვები: 541 განათლების მინისტრი - ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს

ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს. ამისთვის ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში წარადგენენ გეგმას, თუ როგორ უპასუხონ გამოწვევებს.

" სამი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა საკითხს სიღრმისეულად ჩავუღრმავდით, ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს და სწორედ ამისთვის ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. ვერ გამოვყოფდი სუსტ რგოლს, გვაქვს ძალიან ბევრი ძლიერი მხარე. ვიტყოდი, რომ გვაქვს გამოწვევები როგორც სასკოლო განათლებაში, ასევე სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში, თუმცა ახლო მომავალში წარმოვადგენთ ზუსტს ხედვას, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, - აღნიშნავს მინისტრი.

მან უცხოელ სტუდენტებზეც ისაუბრა, რომელთაც საქართველოში სწავლა სურთ და აღნიშნა, რომ იმუშავებენ ისეთი სისტემის შექმნაზე, რომლითაც საქართველოში განათლებას მარტივი გზით მიიღებენ.

"ეს მრავალპროფილური საკითხია. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გაფართოებულ ფორმატში გვექნება ამ საკითხის განხილვა. პროცედურული პრობლემები, პირველ ეტაპზე უნდა შემცირდეს, ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელიც უცხოელ სტუდენტებს იოლ წვდომას მისცემს ქართულ განათლებაზე" , - აღნიშნა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა