ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი - სუდანში სიტუაცია უცვლელია, ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე არიან, მზად ვართ, როგორც კი ცეცხლი შეწყდება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ევაკუაცია

ნახვები: 529 ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი - სუდანში სიტუაცია უცვლელია, ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე არიან, მზად ვართ, როგორც კი ცეცხლი შეწყდება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ევაკუაცია

დაახლოებით 40 წუთის წინ ვესაუბრეთ ჩვენ თანამშრომლებს, სიტუაცია არის უცვლელი, ჩვენი თანამშრომლები ისევ უსაფრთხო ადგილზე არიან, წყალი და საკვები პროდუქტები აქვთ, დილიდან ისევ განახლდა შეტაკებები მხარეებს შორის და დაძაბული სიტუაციაა, – ამის შესახებ „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ განაცხადა.

კიკნაძის თქმით, კომპანია მზად არის, დასტურის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლების ევაკუაცია.

„მოგეხსენებათ, დღეს მთავრდება მუსლიმანური სამყაროს მარხვა და ხვალ არის მათთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. ყველა მხარე იმედოვნებს, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით მაინც მოხერხდება მხარეებს შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამავდროულად, ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაერო-ს და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეთანხმებას მხარეებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი რჩება ამ ეტაპზე ადგილზე. ველოდებით საგარეოსგან დადასტურებას მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე და ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია, როგორც კი შეწყდება ცეცხლი“, – განაცხადა კიკნაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა