დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ჯოზეფ ბორელი - ვაპირებთ საქართველოზე საუბარს, განვიხილავთ მის პერსპექტივას და უსაფრთხოების ვითარებას

ნახვები: 519 ჯოზეფ ბორელი - ვაპირებთ საქართველოზე საუბარს, განვიხილავთ მის პერსპექტივას და უსაფრთხოების ვითარებას

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ საქართველოზე საუბარს, გვექნება შეხვედრა, განვიხილავთ მის პერსპექტივას და უსაფრთხოების ვითარებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკითხის განსახილველად.

„ჩვენ ვაპირებთ საქართველოზე საუბარს. გვექნება შეხვედრა, განვიხილავთ მის პერსპექტივას, უსაფრთხოების სიტუაციას. ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. უნდა გვახსოვდეს, რომ მას უსაფრთხოების სპეციფიური საკითხები უდგას, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე რომ, მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკითხის განსახილველად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა