ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ჩავიდნენ
ქუთაისში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
პოლონეთი და ლიეტუვა აფრთხილებენ: რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ პროვოკაციას ამზადებდეს ნატო-ს წინააღმდეგ
კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს

ვიქნებით წვიმაში, ქარში, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ შვილებს წამალს მაინც მივუტანთ - დედების აქცია გრძელდება

25.04.2023 ნახვები: 526

აქონდროპლაზიის დიაგნოიზის მქონე ბავშვების დედები შვილების გადასარჩენად ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, მვიდრე საქართველოს ხელისუფლება ბავშვების სიცოცხლისთვის საჭირო წამალს ქვეყანაში არ შემოიტანს.

დედები რამდენიმე საათში, მსვლელობას დღესაც გამართავენ, რომ  ხელისუფლებას მათი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააგონონ.

"შვიდი საშინელი ღამე გავიდა, ისევ არავის არ ესმის ჩვენი ხმა, ჩვენ კიდევ მოვუწოდებთ ყველას, რომ დღეს 19:00 დაგვიდგნენ გვერდით. დღეს ჩემი შვილიც გამოვა აქციაზე, რომ ნახოს როგორ უდგას მასგვერდით მოსახლეობა.

 მართალია, ის არ აღიარა თავისმა სახელმწიფომ და არ მისცა ჯანმრთელობის უფლება, მაგრამ ის ბრძოლობს თავის დედასთან ერთად.

ვიქნებით წვიმაში, ქარში საკუთარ სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ მედიკამენტს მივუტანთ, ძალიან გაბრაზებულნი ვართ, ძალიან ბევრი ჭუჭყი წაგვისვეს მშობელს, რომელსაც ისედაც მძიმე მდგომარეობა და მძიმე ცხოვრება აქვს" - ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი მშობელი.

მთავრობის კანცელარია 19:00 საათი. 12 ბავშვის გადასარჩენად თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დედებმა კანცელარიასთან მეშვიდე ღამე გაათენეს. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედების წინააღმდეგ პრემიერმა დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, თუმცა ისინი გაჩერებას არ აპირებენ. 

 

 
 
 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა