ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

"რუსული ოცნება" თალთმაქცობს - ცისკარიშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე

ნახვები: 535 "რუსული ოცნება" თალთმაქცობს - ცისკარიშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე

იყო თუ არა პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში წარმატებული - ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერები ბრიუსელსა და აშშ-ში მხოლოდ მოჩვენებითად ჩადიან, რეალურად კი მათი მიზანი რუსული ინტერესების გატარებაა.

ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას ახსენებს, რომ პოლიტპატიმრების, მესამე პრედენტის წამების და მედიისადმი მსგავისი დამოკიდებულებით ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

"თავს ვალდებულად თვლიან, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიდნენ ხოლმე ბრიუსელში, აშშ-ში და დააფიქსირონ, ვითომ ამ ხელისუფლებას აქვს ევროატლანტიკური მისრწაფება. შეიძლება საჯარო განცხადებებში ეს ადამიანები აკეთებდნენ დიპლომატიურ კომუნიკაციას, განცხადებებში დეტალებში არ შედიოდნენ, როდესაც გვესაუბრებიან კანონის უზენაესობაზე, მეტ დემოკრატიაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, მაგრამ „რუსული ოცნებისთვის“, ქოცებისთვის, განმარტებითი ბარათები ნამდვილად მოჰყვება, როდესაც იქ არის კოკნრეტული საუბარი, რომ ქვეყანაში არ უნდა გყავდეს პოლიტპატიმრები, მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდეთ, პრესასთან დამოკიდებულება უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, - განაცხადა ცისკარიშვილმა

პრემიერს ბრიუსელში გამართულ ყველა შეხვედრაზე ე პირდაპირ უთხრეს, რომ რეფორმების გარეშე საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს. ირაკი ღარიბაშვილი გუშინ შეეცადა დაემალა, რომ ევროპაში მისი ვიზიტი წარუმატებელი იყო. 

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს შარლ მიშელი, რომელმაც საქართველოს პრემიერთან ერთობლივი ბრიფინგი ჩაშალა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო სტატუსს სასმართლო  რეფორმის, მედიის თავისუფლების  და კანონის უზენაესობის გარეშე ვერ მიიღებს. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა