ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ლევან ხაბეიშვილი - ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება ხვალ და თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, იქ ვიყოთ და დავიცვათ ლაზარეს უფლებები

ნახვები: 527 ლევან ხაბეიშვილი - ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება ხვალ და თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, იქ ვიყოთ და დავიცვათ ლაზარეს უფლებები

არც ერთი არგუმენტი, მტკიცებულება იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ კრემლს აბარებენ ანგარიშს, არ არსებობს, ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო გაიმართება ხვალ და თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, იქ ვიყოთ და დავიცვათ ლაზარეს უფლებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „ლაზარე გრიგორიადისი მძევლად ჰყავთ აყვანილი და კრემლს აბარებენ ანგარიშს, რომ ყველას, ვინც ანტირუსულ კამპანიაში ჩაერთვება, დასჯიან“.

რუსულმა ოცნებამ, რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა რეჟიმმა, რომელიც იმართება პირდაპირ კრემლიდან, საქართველოში დასჯადი გახადეს ევროპის მხარდაჭერა. ისინი ფიქრობენ, რომ ვინც ანტიპუტინისტურ მოძრაობაში, ანტირუსულ აქციაში ჩაერთვება, საქართველოს ოკუპაციას გააპროტესტებს, რუსულ კანონს გააპროტესტებს, იმ ადამიანებზე გამოაცხადებენ დევნას, დასჯიან და კრემლს გაუგზავნიან გზავნილს, რომ ანტიპუტინისტურ მოძრაობებს, აქციებს, ანტირუსულ აქციებს დაარბევენ. მეტიც, ყველას დასჯიან და დაიჭერენ, ვინც ევროპის მხარდამჭერ აქციაზე გამოვა, ვინც ევროპის მხარდამჭერი იქნება. ამასობაში, ვნახეთ, რომ მათ ფაქტობრივად მძევლად აიყვანეს 21 წლის ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისი. მინდა, მთელ საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა შემდეგი რამ: ჩემო მეგობრებო, ყველა, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ევროკავშირში, თქვენ გემუქრებიან დაკავებით და ამის ნათელი დადასტურება და გამოხატულება არის ლაზარე. ლაზარეს დაკავების არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფორმალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს, წინასწარი პატიმრობა რატომაა? მაგალითად, რობოკოპებს დააშინებს ანუ მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს? 21 წლის ახალგაზრდა წინასწარ პატიმრობაში რატომ უნდა ჰყავდეს რუსულ რეჟიმს, რის გამო? სადმე გაექცევათ ლაზარე? არ შეუძლიათ, რომ პასპორტი ჩამოართვან ან საზღვარზე გააკონტროლონ? მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული. სხვა არც ერთი არგუმენტი, მტკიცებულება იმისა, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ კრემლს აბარებენ ანგარიშს, მესიჯი აქვთ, რომ ყველას ვინც ანტირუსულ კამპანიაში ჩაერთვება, ვინც პროევროპულ კამპანიაში იქნება, ვისაც ევროპა უნდა, ყველას დასჯიან. ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო გაიმართება ხვალ და თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, ვიყოთ და დავიცვათ ლაზარეს უფლებები, რადგან ის ფაქტობრივად, ყოველგვარი მტკიცებულებების, სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე წინასწარ პატიმრობაში ჰყავთ მძევლად აყვანილი. ხვალ მნიშვნელოვანია ლაზარეს სასამართლოზე თითოეული მოქალაქის ყოფნა და მხარდაჭერა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა