ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ალ-ყურეიში გაანეიტრალა

ნახვები: 536 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ალ-ყურეიში გაანეიტრალა

თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ალ-ყურეიში გაანეიტრალა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ მედიასაშუალებებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სირიის ადგილობრივმა წყაროებმა განაცხადეს, რომ სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯანდარისში განხორციელდა, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ჯგუფები აკონტროლებენ.

გავრცელებული ცნობით, შეტაკება ღამით დაიწყო, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ მოსახლეობამ დიდი აფეთქების ხმა გაიგო.

„მინდა, ჩვენს საზოგადოებას ახალი ინფორმაცია გავუზიარო. მოხდა მოვლენა, რომელიც აჩვენებს ჩვენს მტკიცე ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს დაეშის ე.წ. ლიდერს, კოდური სახელით აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიშის. ამას აქ პირველად ვამბობ. ეს პირი განეიტრალდა სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ 29 აპრილს ჩატარებული ოპერაციის დროს სირიაში. ჩვენ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ“, – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ალ-ყურეიში ლიდერად 2022 წლის ნოემბერში აირჩია, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების წინა ლიდერი სამხრეთ სირიაში მოკლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა