ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აქციის მონაწილე მშობლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, პრემიერმა ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლითაც მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანის თარიღი იქნება განსაზღვრული

ნახვები: 525 აქციის მონაწილე მშობლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, პრემიერმა ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლითაც მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანის თარიღი იქნება განსაზღვრული

აქციის მონაწილე მშობლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, პრემიერმა ხელი მოაწეროს სამართლებრივ აქტს, სადაც გაწერილი იქნება ვადა, რა პერიოდშიც შემოვა ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“.

მათივე თქმით, ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის უწყებაში კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ, ნიშნავს, რომ პროცესი დროში გაიწელება.

„ყველა მშობელმა ვისაუბრეთ ამ საკითხის ირგვლივ და გვაქვს ერთადერთი კომენტარი – დაძაბული, განადგურებული ვართ. კონკრეტულ თარიღს რომ ვერ ამბობენ, იმას ნიშნავს, რომ პროცესი დროში გაიწელება და მშობლები ისევ დავბრუნდებით იმ წრეზე, რა წრეზეც ვიყავით 16 თვის უკან. მშობლების ერთადერთი მოთხოვნაა, პრემიერმა ხელი მოგვიწეროს სამართლებრივ აქტს. იქ წერია, რომ პირველ სექტემბრამდე აქვთ ვადა, მუშა პროცესი წარმართონ წარმატებით და საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ მედიკამენტი შემოიტანონ. პროტესტს ვერ შევწყვეტთ, ვიდრე არ იქნება ხელმოწერა, გარანტი, რომ ჩვენი შვილები იქნებიან ჯანმრთელები და პირველ სექტემბერს დაიწყებენ მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობას. იმედს ვიტოვებთ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება“, – განაცხადა მშობელმა, სალომე გაბელაშვილმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას დიალოგთან დაკავშირებით, აქციის მონაწილე ერთ-ერთი მშობლის, მაკა გოჩიაშვილის განცხადებით, დიალოგის გამართვა საინტერესო იქნება, თუმცა მათი მთავარი მოთხოვნა მედიკამენტის შემოტანის ვადებს ეხება.

„დიალოგში ვგულისხმობ იმას, რომ კომუნიკაციის ფორმა, რაც ახლა გვაქვს – განცხადებებს ვაკეთებთ მედიასთან და ასე ვპასუხობთ ერთმანეთს, კარგი იქნებოდა, თუ ეს პირისპირ მოხდებოდა. ჩვენი მეორე მოთხოვნაა ვადები. მნიშვნელოვანია, დასახელებული იყოს კონკრეტული თარიღი. პრემიერმა განკარგულების აქტს უნდა მოაწეროს ხელი. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის კომფორტული კომუნიკაციის ასეთი ფორმა და მივალთ. აღარ უნდა იყოს ბუნდოვანი საუბარი. წინა შემთხვევაში, მინისტრის მოადგილესთან იყო საუბარი თანხებზე და მიზეზები იყო ურთიერთგამომრიცხავი. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე დიალოგის გამართვა საინტერესო იქნება, თუმცა მთავარ მოთხოვნად რჩება ის, რომ ვიცოდეთ ზუსტი ვადა“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა